„მწვანეების“ ნაცვლად ფრაქცია „ახალციხე“ – ახალი ფრაქცია საკრებულოში

August 31, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ დაშლის შემდეგ ახალი ფრაქცია, „ქართული ოცნება – ახალციხე შეიქმნა“. თუმცა „მწვანეების“ დეპუტატი, თამარ გოგოლაძე მის მიღმა დარჩა. გოგოლაძე თვლის, რომ გადაწყვეტილება გამიზნული იყო და მასში ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ხელი ურევია.

„ვამბობ, რომ ეს იყო გამიზნული, რადგან საკრებულოში ზაზა მელიქიძეს სიტყვებს ასრულებენ. აქედან გამომდინარე მისი ნებართვის გარეშე ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა, როგორც ჩემი (მწვანეები) ვერ დაიშლებოდა თავისით. რომ შეეძლოს, დეპუტატობიდანაც გამიშვას მაგაზეც არ დაიხევს უკან. ჩემი მოშორება უნდა და აქედან გამომდინარე რაც შეუძლია მავიწროვებს,“ – გვითხრა გოგოლაძემ.

ჩვენ დავინტერესდით რამ განაპირობა ფრაქცია „მწვანეების“ დაშლა და რა გახდა მისი წევრების გადაწყვეტილების მიზეზი.

ფრაქცია „მწვანეების“ ყოფილ წევრი, არჩილ უჩიძე, ამბობს ,რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენა არც მერს და არც საკრებულოს თავმჯდომარეს მოუხდენია. „აღარ მინდოდა და დავტოვე ფრაქცია. მიზეზი კი პირადული იყო.“

ჩვენ ასევე შევეცადეთ დავკავშირებოდით , ახლადშექმნილ ფრაქციის ხელმძღვანელს, სამველ ოვეიანს, თუმცა მან გვითხრა, რომ არ იყო მზად ინტერვიუსთვის და ტელეფონი გაგვითიშა.

TOK TV დაუკავშირდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელიქიძეს. როგორც გვითხრა იგი საკრებულოს საქმიანობაში არ ერევა.

„საკრებულო თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და დეპუტატებიც თვითონ ქმნიან ფრაქციებს და არავინ ერევა მათ შორის არც მე,“ – გვითხრა მელიქიძემ.

ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება – ახალციხეს“ დაარსება 27 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ხოლო ფრაქცია „მწვანეები“ მიმდინარე წის 22 მაისს დაიშალა.

ფრაქციის გარეშე დარჩენილ დეპუტატებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ბიუროს მუშაობაში. და ვერ დაესწრება ფრაქციის სხდომებს თუ  ეს სხდომები დახურული იქნება.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

Leave a Reply