“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის წარმომადგენლები წინასაარჩევნო ხელშეშლაზე საუბრობენ – COVID 19

September 19, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილი გვეუბნება, რომ მისი და მისი თანაგუნდელების კარანტინში გადაყვანა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელის შეშლაა.

„ინფიცირებულს მხოლოდ ხელი ჩამოვართვი, სხვა კონტაქტი არ მქონია მასთან. ჩემი ინიციატივით მივაკითხე და გუშინ გვიან, ავიღე ანალიზი . მითხრეს, რომ შემეძლო თვითიზოლაციაში ყოფნა. მას შემდეგ ორ საათში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ უნდა გადავიდე ბაკურიანში კარანტინში და ჩემი კითხვა იყო რატომ? მათ კი მითხრეს, რომ ასეა საჭირო და მგონია, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლაა, რადგან ჩემთან ერთად კიდევ არის ჩემი გუნდის ორი წევრი და 80-მდე ჩვენი მხარდამჭერი არის გამოკეტილი,“- გვითხრა ბალიაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე პასუხები მოვიდა და ვირუსი არ დაუდასტურდა.

„რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს რომ ვირუსი არ დაგვიდასტურდა არცერთს. როდის გამოგვიშვებენ არ ვიცით.”

დამატებითი კითხვებით ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვცდილობდით დაკავშირებას, თუმცა ზარებს არ უპასუხეს. ჩვენ ზარებს, მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი.

ახალციხიდან კორონავირუსზე ანალიზები 100-მდე პირს აუღეს, ყველა მათგანი იმ გასვენებაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა. პირი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და 6 დღის შემდეგ COVID19-ზე დადებითი პასუხი მიიღო.

Leave a Reply