ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ჯიგრაშენის და განძის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 38 950 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერების სავარაუდო ღირებულება, ჯიგრაშენის ბაღისთვის 32 800 და განძას ბაღისთვის – 6 150 ლარია, – ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
აღნიშნული სამუშაოებისთვის განცხადების შეტანა შესაძლებელია 4-დან 7 აპრილამდე. ხოლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირაში უნდა დასრულდეს, არაუგვიანეს 20 აგვისტოსა.
დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ ახალქაალქის მერიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა არც მერი და არც მერის მოადგილე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
კიდევ ერთი ტენდერი ნინოწმინდაში, ამჯერად მერია სოფელ ეშტიისა და კათნატუს კულტურის სახლების რეაბილიტაციას გეგმავს და სამუშაოებისთვის 88 700 ლარია გათვალისწინებული. სოფელ ეშტიას კულტურის სახლისთვის 75 100 ლარის გამოყოფა იგეგმება, კათნატუსთვის კი – 13 600. ინფორმაციის წყაროა სახელმწიფო ტენდერები.
ვადები წინა ტენდერის იდენტურია.