ნინოწმინდაში 7 ძველი ავტომანქანა გაიყიდება

December 21, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში შვიდი ძველი ავტომანქანის გაყიდვა იგეგმება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ინფორმაციას რადიო ნორი ავრცელებს. ჩვენ ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ მანქანები არ არის მუშა მდგომარეობაში და გაყიდვის შემდეგ ახალ ტრანსპორტს შეისყიდიან.

“მანქანები არიან არასამუშაო მდგომარეობაში, ამათი გაყიდვის შემდეგ ტენდერი გამოცხადდება და ახალ ტრანსპორტს შევისყიდით, “ გვითხრა მოსოიანმა.

ნინოწმინდის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, ავტომობილების ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • MITSUBISI Pajero – 2000 წლის გამოშვება, ფასი 2000 ლარი;
  • ToYota 4runner – 2000 წლის გამოშვება, ფასი 10 000 ლარი;
  • MITSUBISI Montero – 1996 წლის გამოშვება, ფასი 4000 ლარი;
  • MITSUBISI Pajero – 1998 წლის გამოშვება, ფასი 7000 ლარი;
  • UAZ 31514 – 2005 წლის გამოშვება, ფასი 1200 ლარი;
  • MITSUBISI airtrek – 2001 წლის გამოშვება, ფასი 5000 ლარი;
  • GAZ 310290 – 1996 წლის გამოშვება, ფასი 2000 ლარი.