ნინოწმინდა-ახალციხეს გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია

January 15, 2021

ძლიერი ქარის, თოვლის და ცუდი მხედველობის გამო ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილზე მისაბმელიანი , ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

დეტალების გასარკვევად ჩვენ ვცდილობდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავკავშირებოდით, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

Toktv.ge