ნინოწმინდის მერია 29 დასაქმებულმა დატოვა – სამართლიანი არჩევნები

September 8, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

აგვისტოში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამდებობა დაატოვებინეს 29 ადამიანს, ამათგან 22-ს ვადა ამოეწურა და არ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 6-მა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს კვლევას „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებები პოლიტიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით მერის წარმომადგენლების შემთხვევაში, რადგან მათი უმეტესობა ღიად უჭერდა მხარს ენზელ მკოიანს და მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტიას ამ სოფლებში პრობლემები შექმნოდა. წასვლის შესახებ განაცხადა სპორტსკოლის დირექტორმა ანდრანიკ კარსლიანმაც, რომელიც, ასევე, მკოიანის ახლო მეგობარია,“ – წერია ანგარიშში.

კვლევასთან მოყვანილი ფაქტების თაობაზე, ჩვენ ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს დავუკავშირდით. იგი უარყოფს 22 თანამშრომლის გათავისუფლებას და ამბობს, რომ რიცხვი უფრო დაბალია. ხოლო მიზეზი თუ რატომ არ გაუხანგრძლივდათ ხელშეკრულება თანამშრომლებს, გვპასუხობს, რომ თანამშრომლები მოხუცდნენ და ხშირად ავადმყოფობდნენ.

ანივარდ მოსოიანი

„22 ადამიანი ნამდვილად არ წასულა. არასწორი ინფორმაციაა. ზუსტად რამდენი წავიდა არ ვიცი ახლა, მოგვმართეთ წერილობით და მოგწერთ. 70 წელს გადაცილებულები იყვნენ, ავადმყოფობდნენ და ხშირად დადიოდნენ ექიმთან, სამსახურის უფროსების პოზიციას იკავებდნენ და რა თქმა უნდა, ვერ ათავსებდნენ, ამიტომ დაწერეს განცხადებები. სხვა პიროვნებებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება,“ – ამბობს მოსოიანი.

მისივე თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით ან ენზელ მკოიანთან მეგობრობის გამო არ გაუთავისუფლებიათ.

ნინო ბიბილეიშვილი

„სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ, ნინო ბიბილეიშვილი გვეუბნება, რომ საარჩევნოდ ამდენი ადამიანის გათავისუფლება საფუძვლიან ეჭვს აჩენს.

„ჩვენმა წარმომადგენელმა გადაამოწმა და გვითხრა გათავისუფლებულთა რიცხვი. სწორედ ეჭვებმა გამოიწვია ის, რომ ეს ფაქტი მოხდა ანგარიშში, რადგან მაღალ რიცხვთან გვაქვს საქმე. 22-მა კაცმა უცებ ვეღარ შეასრულა მათზე დაკისრებული სამუშაო? ამასთან ირიბად გვითხრეს, რომ ბევრი მათგანი მკოიანის მხარდამჭერი იყო და შესაბამისად ჩვენ ვაკავშირებთ არჩევნებთან,“ – ამბობს ბიბილეიშვილი.

ბიბილეიშვილი ასევე გვიყვება, რომ რამდენიმე გათავისუფლებულს პირადად ესაუბრა. „ყველაზე არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს იმის გამო რომ მკოიანთან იყვნენ ახლო ურთიერთობაში ან მისი მხარდამჭერები იყვნენ. ასევე უშუალოდ ვესაუბრე რამდენიმეს, გვითხრეს რომ განცხადების დაწერაზე მათ მიუთითეს: გვითხრეს დაწერეთო და ჩვენც დავწერეთო. ისე, რომ არ გვიკითხავს მიზეზიო. ასევე საგულისხმოა, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას თავად გამორიცხავენ, მაგრამ აქვე გვეუბნებიან, რომ საკმაოდ შრომისუნარიანები იყვნენ და სამსახურს არ აცდენდნენ.“

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის III შუალედური ანგარიში დღეს, 8 სექტემბერს გამოაქვეყნა.

Leave a Reply