ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველი დაიხოცა, მიზეზი უამინდობაა

May 10, 2021

ფოტო: Radio NOR

ავტორი: ინგა ირიციანი — 577681889 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობამ ადგილობრივების შინაური ცხოველი დახოცა. სოფელ ეშტიაში 40 ცხვარი და ორი ძროხა სიცივისგან მოკვდა. ინფორმაციას Radio NOR ავრცელებს.

გარდა ამისა, 9 მაისს, სეტყვამ და თოვლმა სოფლის მეურნეობასაც დიდი ზიანი მიაყენა. 

როგორც  ადგილობრივ მედიასთან  ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი ეშტიას თემში ეგორ კოტოიანი ამბობს, ისინი ყოველთვის თხოვდნენ  მოსახლეობას, დააზღვიონ როგორც ცხოველები, ისე მიწა, რომ ასეთ შემთხვევებში მათ გარკვეული დახმარება მიიღონ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაბალი ტემპერატურა და თოვლი დაფიქსირდა.