ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის 11 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდათ – rs.ge

April 17, 2021

ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომუშავე 11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება 50 მებაჟე ოფიცერს და თანამშრომელს ჩაუტარდა.

“პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით,   ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 

დღეს ოფიციალური ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის 34 046 ჩატარებული ტესტიდან დადებითი 1 219 შემთხვევაშია.