ნინოწმინდის სოფელ როდიონოვკაში პირველი საბავშო ბაღის აშენდება იგეგმება

March 23, 2022

ნინოწმინდის სოფელ როდიონოვკაში მერია საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ივნისში აშენდება. ამისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 142 ათას ლარს გამოყოფს. 

როგორც ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არასდროს ჰქონიათ და მცხოვრებლებს ბავშვები იქ დაჰყავდათ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ.​

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული სამუშაოებისთვის 150 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავდა და ტენდერიც ამ თანხაზე იყო გამოცხადებული, თუმცა ტენდერში ერთადერთმა მონაწილემ შპს “კ-კომპანიამ” სამუშაოებისთვის 142 ათასი ლარი შესთავაზა, გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.