ოკუპაცია ონლაინ – კრემლი და დაბლოკილი პროპაგანდისტული ანგარიშები სოციალურ ქსელებში ​

September 2, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

Facebook-მა „რუსეთის ინტერნეტ ძიების სააგენტოსთან“ დაკავშირებული ორი გვერდი და 13 ანგარიში, ხოლო Twitter-მა „რუს სახელმწიფო ფაქტორებთან“ დაკავშირებული 5 ანგარიში წაშალა. წაშლის შესახებ ინფორმაციას კომპანიები ავრცელებენ.

Facebook ანგარიშების წაშლის მიზეზი აშშ-ს დაზვერვის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის იყენებდა.

Twitter-ის განცხადებით კი, ანგარიშები „არაავთენტური კოორდინირებული ქცევისთვის დახურეს. სავარაუდოდ, ისინი აშშ-ზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ალჟირსა და ეგვიპტეზე იყვნენ ორიენტირებულნი.

რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პორცესებში ჩარევისთვის სოციალური პლატფორმების გამოყენების პრაქტიკასა და რისკებზე ჩვენ „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ დირექტორს, გიორგი მოლოდინს ვესაუბრეთ.

„საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა ვარაუდები, რომ კრემლი საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევას ეცდებოდა, კიდევ უფრო გაამყარა საქართველოში აშშ-ს ელჩის ბოლო განცხადებებმა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ კრემლის დღევანდელ მმართველებს საქართველოს მიმართ თავიანთი დამპყრობლური ხედვები და ინტერესები კვლავ გააჩნიათ,“ – გვეუბნება გიორგი მოლოდინი.

გიორგი მოლოდინი

მისივე თქმით, მტრული პროპაგანდა და დეზინფორმაცია სახელმწიფოს მოსპობის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ მექანიზმს მოსკოვი ხშირად იყენებს: „მოსკოვი თბილისსაც ისეთი თვალით უყურებს, როგორც ვაშინგტონს, ლონდონს… ანუ, მტრის თვალით. “მართალია, ევროპული, თუ გნებავთ – „დასავლური“ უსაფრთხოების არქიტექტურა უამრავ ნაკლოვანებებს შეიცავს, მაგრამ მაინც ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი „პრობლემების“ მოგვარებისთვის კრემლს იმ გზებისა და მეთოდების გამოყენების უფლება არ მისცეს, რომლებიც მოსკოვისთვის ასეთი ნაცნობი და ახლობელია. შესაბამისად, მოსკოვში სჯერათ, რომ რასაც ტერიტორიების ოკუპაციით ვერ მიაღწევ, შესაძლებელია მიაღწიო ადამიანების გულისა და გონების ოკუპაციით.“

2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო გვერდები ქართულ და სხვა ენებზე.

Leave a Reply