ომი უკრაინაში და პანდემია რუსთავის საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემების შემაფერხებლად სახელდება

June 13, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტოს ავტორი: სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”

Საწარმოებს, მონიტორინგის ფარგლებში,  გეგმა-გრაფიკის შემუშავება  დაევალათ, რომელშიც გაწერილი იქნება კონკრეტული ვადები,  თუ როდის  განთავსდება  თვითმონიტორინგის სისტემა, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიცხადეს. 

Საწარმოები თვითმონიტორინგის სისტემაში ჯერ კიდევ არ არიან ჩართულნი.  Როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამის მიზეზად ლოჯისტიკურ პრობლემებს, პანდემიას და უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებენ.  

Ერთ-ერთ საწარმოში  შპს „რუსელოისში“, რომელიც 2005 წელს აშენდა და ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, გვეუბნებიან, რომ საწარმოში უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესი დაწყებულია. Შესაბამისი ტექნიკა უკვე ადგილზეა, თუმცა ფილტრებისა და თვითმონიტორინგის სისტემის დროულ დამონტაჟებას პანდემიამ, უკრაინაში მიმდინარე ომმა და გადაზიდვების შეფერხებამ ხელი შეუშალა.

Საწარმოში 8 ივნისს სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ეკოაქტივისტმა  ქეთი მჭედლიშვილმა გვითხრა, რომ  მისი ინფორმაციით „რუსელოისში“  სულ  1600-ზე მეტი სპეციფიკური ფილტრი დამონტაჟდება, რომელთა ეფექტურობაც 99.9% შეადგენს. ასევე, დამზადებულია თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც სატესტო  რეჟიმში სექტემბრის პირველ რიცხვებში გაეშვება.

ეკოაქტივისტი ასევე გვეუბნება, რომ ისინი აუცილებლად გააკონტროლებენ  თუ რამდენად შეასრულებს პირობას საწარმო. 

საწარმოებში ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

Სამინისტრო ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხზე შეხვედრებს განაგრძობს.   

Საწარმოების წარმომადგენლებთან საუბრისთვის მზად არიან ეკოაქტივისტებიც. Გვეუბნებიან, რომ უახლოეს დღეებში საწარმო “ჯეოსტილის” წარმომადგენლებს შეხვედიან.