პეტროგლიფები წალკაში – 7 000 წლიანი მივიწყებული ისტორია

October 24, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

წალკა, მრავალი კულტურული ძეგლის და მრავალფეროვანი ისტორიის მატარებელი მუნიციპალიტეტი. ალბათ ცოტამ თუ იცის სოფელ განთიადში(ფიქილისა) პატარა მდინარის, ავდრისხევის ხეობის საიდუმლო.

ხეობის ვულკანურ წარმონაქმნებზე მეზოლითის პერიოდის რამდენიმე პეტროგლიფია გამოსახული, ე.წ. “თრიალეთის პეტროგლიფები.”

გამოსახულია ცხოველები( ირემი, მღვიმის ლომი, აქლემი, ცხენი, სპილო) ადამიანები, გეომეტრიული ფიგურები, ნადირობის სცენები… ისტორიული ცნობებით, ისინი 5 000-7 000 წლის წინანდელია.

გიდი, კახა სუხიტაშვილი გვიყვება, რომ კულტურული ძეგლი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, იმდროინდელ ცხოვრებას და ადამიანების თვალსაწიერს გადმოგვცემს.

პეტროგლიფებს პირველად XIX საუკუნეში ა. იოაკიმოვმა მიაკვლია. 1972 წელს კი თრიალეთის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ისინი ხელახლა აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტროგლიფებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ძეგლი დაცული არ არის და შესაძლებელია ვანდალურმა ფაქტებმა ან ბუნებრივმა მოვლენებმა 7 000 წლის ისტორია გაანადგუროს.

❗ მასალა განახლებადია, ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიციას მოგვიანებით მოგაწვდით.