“პირდაპირი პასუხი ფრენებთან დაკავშირებულ კითხვაზე არ არის” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი

April 5, 2020

“ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ იქცევიან ასე ვთქვათ, გეკითხებიან ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქვთ მეილინგ ლისტი და გვთავაზობენ, რომ ყველა ინფორმაციას მივიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით, თუმცა ფრენებთან დაკავშირებით მეორე კვირაა არ იცვლება პასუხი”

როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი TOK TV-სთან საუბრისას ამბობს საკონსულოში ვერ პასუხობენ თუ როდის დაინიშნება სამშობლოში დასაბრუნებელი რეისი. “უკვე აღარ ამბობენ იმასაც, რომ მიდის ამაზე საუბარი ან მოლაპარაკებები. პირდაპირი პასუხი ფრენებთან დაკავშირებულ კითხვაზე არ არის” როგორც თავად ამბობს საელჩო მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა- თვალი ადევნონ მათ Facebook გვერდს, სადაც ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება. მისი თქმით საკონსულოსთან სატელეფონო კონტაქტი დაახლოებით 21 მარტის შემდეგ აქვს. „ ნიუ იორკის საკონსულოს ცხელ ხაზზე უფრო მოკლე მეტად ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებიან, ამიტო ძირითადად ვრეკავ ვაშინგტონში.“

ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოსვლის ერთადერთი გზა ჰქონდათ შემოთავაზებული, ამსტერდამი-საქართველოს რეისი. პირველი რეისი 31 მარტს შესრულდა და როგორც წყარო ამბობს ბილეთები რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა, მეორე რეისი კი 14 აპრილსაა ჩანიშნული. თუმცა, როგორც საკონსულოსთვის, ისევე ბილეთის შეძენის მსურველებისთვის უცნობია რეისამდე რამდენი ხნით ადრე დაიწყება ბილეთების გაყიდვა.”ზოგადი პრინციპით უნდა ვივარაუდოთ, რომ 2 დღით ადრე გაიხსნება გაყიდვები.”

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც წყარო საუბრობს არის ის რომ გაუქმებულია შტატებიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები. თუ ადრე საქართველოში დასაბრუნებლად მთლიანი ბილეთის შეძენა იყო შესაძლებელი დღეს მსგავსი ბილეთი სისტემაში აღარ იძებნება. ” ცალკე უნდა იყიდო ნიუ-იორკი-ამსტერდამი, ამსტერდამი -საქართველო, რაც ეს ითვლება სატრანზიტო ზონიდან გამოსვლად და ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა სატრანზიტო ზონაში ჩარჩე.” ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი ამბობს, რომ ევროპის დედაქალაქებში დანიშნული რეისების სატრანზიტო ჰაბად გამოყენებაა შესაძლებელია. თუმცა როგორც წყარო ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს შეზღუდული ბილეთების პირობებში ბილეთების ყიდვა რთულად წარმოსადგენია. 

რამდენად შესაძლებელია ამერიკაში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაინფიცირების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღება?

“არის ისე რომ საავადმყოფოები არ იღებენ ავადმყოფებს თუ არ გაქვს სუნთქვის უკმარისობა, ანუ თუ არ იგუდები ექიმთან ვერ მოხვდები.” როგორც წყარო ჩვენთან საუბრისას ამბობს ქართველებისთვის მოქმედებს კრიზისის ცენტრი- შექმნილია ქართველი ექიმების ბაზა, რომლებიც მზად არიან მათ სატელეფონო კონსულტაცია გაუწიონ. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტია, მისივე თქმით ორი დღის წინ ტელეფონზე მიიღო საგანგებო შეტყობინება, (ALERT- რომელიც ძირითადად მოსახლეობას შტორმის ან რაიმე სხვა საგანგებო ვითარების დროს აფრთხილებენ) რომლის მიხედვითაც ადამიანს თუნდაც სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშე შეუძლია საავადმყოფოში მოხალისედ იმუშავოს.

Leave a Reply