პირები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში COVID-19 დაუდასტურდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ.

June 15, 2021

პირები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ.

რეკომენდაციების შესახებ დღეს პაატა იმნაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ კონდიციონერები საგამოცდო სივრცეში ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

ერთ-ერთი აბიტურიენტი, მაგდა პარუნაშვილის თქმით გაუჭირდება მსგავს ვითარებაში გამოცდის დაწერა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია.

  • გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.
  • გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი;
  • ასევე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით,
  • დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
  • ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.