პირველი პეტიცია ახალციხის საკრებულოში – TI

July 2, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალციხის საკრებულოში პირველი პეტიცია წარადგინა და თან დაურთო 350-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერა

ახალციხეში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის დარღვეული გრაფიკის და მოუწესრიგებელი სამარშუტო ტაქსების შესახებ TOK TV-ს არაერთხელ მოუმზადებია ჟურნალისტური მასალა. ადგილობრივები ჩვენს სიუჟეტებში ხაზგასმით აღნიშნავდნენ გაუმართავი ტრანსპორტით გამოწვეული პრობლემების შესახებ.

სწორედ შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაზე  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალციხის საკრებულოში პირველი პეტიცია წარადგინა და თან დაურთო 350-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერა.

პეტიცია ეხება შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებას და იმ ლოკაციების დამატებას, სადაც ტრანსპორტი ამ დროისთვის არ დადის.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, ახალციხის საკრებულომ სამი დღის ვადაში უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ავთენტურობა, შემდეგ პეტიცია უნდა დარეგისტრირდეს და საკრებულოს სხდომაზე განიხილონ.