სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“ –  პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

September 18, 2020

საქართველოს პროკურატურის განცხადების თანახმად, გარდაცვლილი პროგრამისტი ჰაკერულ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. ამ განცხადებას პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის მობილურისა და კომპიუტერის ექსპერტიზის შემდეგ აკეთებს. 

“პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.”

პროკურატურის ცნობითვე, კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები.

“პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება. ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“.” – ნათქვამია  განცხადებაში. 

23 წლის პროგრამისტი, 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშილის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. მათი ერთ-ერთი ვერსიით მან ჰაკერული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა და ეს გახდა მისი მოკვლის მიზეზი. 

Leave a Reply