რაბათის ციხის ადმინისტრაციაში კორონავირუსი დაფიქსირდა

October 21, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

რაბათის ციხის ადმინისტრაციაში კორონავირუსი ერთ თანაშრომელს დაუფიქსირდა, ამის გამო ციხე ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ციხის დირექტორმა, დავით ტაბატაძემ დაგვიდასტურა.

“ერთი თანამშრომელი დაინფიცირდა, რის გამოც ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. ციხე ისევ ფუნქციონირებს, არ დაკეტილა.”

სამცხე-ჯავახეთში დადასტურებული 18 შემთხვევიდან არიან პედაგოგებიც და მედ პერსონალიც, – ინფორმაციას რწმუნებულის აპარატის უფროსი ადასტურებს.

გიორგი მიქელაძე არ ადასტურებს ინფორმაციას ახალციხის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობის შეფერხების თაობაზე. დეტალებისთვის კი ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ უკვე მეორე დღეა ვცდილობთ დავუკავშირდეთ. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ან არ გვპასუხობს, ან ტელეფონს თიშავს.

ოფიციალური ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა: ახალციხეში – 14, ბორჯომში – 1, ასპინძაში – 2 და ადიგენში -1.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში 149 კოვიდინციფირებულია, დღეს რეგიონში არავინ გამოჯანმრთელებულა.