რაზე მოიმატა ფასებმა “საქსტატის” მიხედვით

May 4, 2021

“საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე, საყოფაცხოვრებო საგნებზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაზრდილია. ამასთან წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ფასებმა მოიმატა წყალსა და ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე , საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე, ასევე წყალმომარაგებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე.

ფასების მატება დაფიქსირდა ჯანდაცვის მიმართულებითაც, უფრო კონკრეტულად, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფებზე.