რამადანი წალკაში – ერთთვიანი მარხვა დასრულდა

May 2, 2022

ავტორი:საიდა მამედოვა

ფოტოს ავტორი: ზაზა მიქელაძე

დღეს, ხვალ და ზეგ სრულიად ისლამური სამყარო მარხვის თვის დასრულების დღესასწაულს ზეიმობს.

რამადანის დასრულების დღესასწაული სამი დღის განმავლობაში სადღესასწაულო ლოცვით, საფლავების მონახულებით, მოწყალების გაცემითა და ოჯახური შეკრებით აღინიშნება.

რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ.

წალკაში ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა მეჩეთისკენ მსვლელობა დილის 8 საათზე დაიწყეს.