რამდენ ადგილზეა შესაძლებელი სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ტესტის გაკეთება

December 7, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსიზე ტესტის გაკეთება ყველა მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი. სულ რეგიონში მოსახლეობას 11 დაწესებულება მოემსახურება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, რომ ტესტირება რეგიონის ყველა კლინიკაში და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე შესაძლებელია, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშიც. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ხუთ ადგილზეა ტესტის აღება შესაძლებელი. ორი კოვიდ კლინიკაში, 2 კოვიდ სასტუმროში და 1 ცხელების ცენტრში. ბორჯომში ორ ადგილზე: კლინიკაში და ბაკურიანში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი კლინიკებში. 

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ,  მოსახლეობას მოუწოდა, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქეებს ტესტირების ჩატარება 200-ზე მეტ ადგილას უფასოდ შეუძლიათ და მომსახურება მათთვის უფასო იქნება.