რას პასუხობს ობოლაშვილი მელაძეს შაბათის ანონსს

March 27, 2021

TV პირველის გადაცემაში “ნოდარ მელაძეს შაბათის” ანონსში საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის , ანტონ ობოლაშვილის შესაძლო მიმოწერის შესახებ. სადაც გადაცემის ავტორის თქმით ობოლაშვილი თავისი ოჯახის წევრების ვაქცინაციას ჯანდაცვის მინისტრს სთხოვს.

ანონსის გასვლისთანავე ჩვენ თავად ანტონ ობოლაშვილს დავუკაშვირდით, იგი უარყოფს ანონსში გასულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მიმოწერის მსგავსი პერიფრაზირება ტყუილია.

“ტყუილია , მე ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ მომითხოვია ვაქცინაცია. ჩემი მეგობრის მეუღლე მიდიოდა საზღვარგარეთ და აინტერესებდა თუ შეძლებდა ვაქცინაციას, რაზეც ტიკარაძემ მიპასუხა , რომ არც ასაკობრივ ჯგუფში იყო და არც ექთანი , შესაბამისად აცრას ვერ გაიკეთებდა , მე არ ვიცი ფანტაზიის წყარო სადამდე გადის, ამ სულელი ადამიანების,” – გვითხრა ობოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “AstraZeneca”-ს და “Pfizer”-ის ვაქცინები უკვე საქართველოშია.

მიმდინარე ეტაპზე კოვიდის საწინააღმდეგო აცრების მისაღებად რეგისტრაციას გადის მედ პერსონალი და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები.

Toktv.ge