რა მონაკვეთი დააზიანა ხანძარმა ადიგენის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით უცნობია

October 19, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ცეცხლი ხეებს არ მოსდებია, უწყებას ჯერ არ დაუდგენია თუ რამხელა მონაკვეთია დამწვარი.

“ტყის ქვედა საფარი იყო, გუშინვე მოხდა ლოკალიზება. ხეები არ დამწვარა,” – გვითხრეს უწყებაში.

ხანძარი ადიგენის ტყეში გუშინ, 18 ოქტომბერს გაჩნდა.