რა ტარიფებით და მიმართულებით აღდგება ახალციხიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

February 24, 2021

ხვალ, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს საქართველოს მასშტაბით. გადაწყვეტილება დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადეს.

აღდგება თუ არა და რა მიმართულებით ახალციხიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი? კითხვით ჩვენ ავტოსადგურის დირექტორს, ნუგზარ მამუკაშვილს დავუკავშირდით. ის გვეუბნება, რომ ტრანსპორტი ძველი განრიგით და ფასებით განაახლებს მუშაობას, რაც შეეხება რეგულაციებს და მითითებებს მისივე თქმით, ჯერ არანაირი ინფორმაცია მიუწოდებიათ.

“ყველა მარშუტი განახლდება ხვალიდან. ყველა ივლის თუ არა დამოკიდებულია მგზავრებზე. ტარიფებზე ჯერ-ჯერობით არაფერი სიახლეა, ძველი ტარიფები იქნება ისევ,” – გვითხრა მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სამცხე-ჯავახეთის სხვა რეგიონების, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889