რა უნდა მოიმოქმედოს პირმა ოჯახში ძალადობის შემთხვევისას-შეხვედრა მარნეულში

May 11, 2022

რა უნდა მოიმოქმედოს პირმა ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს? ვის უნდა მიმართოს და რა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები არსებობს საქართველოში? ამ საკითხებზე დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი მაია კუპრავა უძღვებოდა.

რა გზას გადიან ძალადობის მსხვერპლები? როგორ შეიძლება მათი დახმარება და თანაგრძნობა – შეხვედრა ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხითაც ისახავდა.

აღნიშნულის მისაღწევად კი დისკუსიასთან ერთად სიმულაციური თამაშებიც ჩატარდა. მონაწილეებმა 8 სხვადასხვა სახის ძალადობრივი ისტორია წაიკითხეს და შეეცადნენ თავი ძალადობის მსხვერპლი ქალის ადგილას დაეყენებინათ.