რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში? მორიგი აქცია თბილისში

June 11, 2021

რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში? მორიგი აქცია თბილისში, ამჯერად აქტივისტებმა ზემოთხსენებული წარწერებიანი ფურცლები პარლამენტში, დეპუტატებს გადააყარეს. ამის გამო მათ დაცვის სამსახურმა დარბაზი დაატოვებინა.

დღესვე ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორმა, ანა აბაშიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პანსიონის ყოფილ ბენეფიციარებზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს. პარალელურად პანსიონში გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ვიდეოს მეშვეობით გაავრცელა მიტროპოლიტმა სპირიდონმაც.