“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – აქცია თბილისსა და ქუთაისში

June 1, 2021

დღეს მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინშნება. თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად არაერთი ღონისძიება იმართება. ქუთაისში სამოქალქო აქტივისტებმა დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს იმ ბავშვების პრობლემა, რომელბიც ოჯახისაგან მოშორებით იზრდებიან. კონკრეტულად კი საუბარია ნინოწმინდაში არსებულ ბავშვთა პანსიონზე, სადაც ბავშვთა საცხოვრებელი პირობების შემოწმება სახალხო დამცველს ეზღუდება.

«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში

მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ

ომბუდსმენის აპარატში დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ მათ პანსიონატში მონიტრინგის უფლება ჯერ კიდევ შეზღუდული აქვთ. 

«დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს » — UNICEF

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აქცია გაიმართა დღეს ასევე მთავრობის კანცელარიასთან.

შეგახსენებთ, რომ ომბუსდმენს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის უფლება წლებია შეზღუდული აქვს. მიზეზად კი პანსიონატის მმართველის, მეუფე სპირიდონის განკარგულება სახელდება.

სოც მუშაკი 3 კვირაა ნინოწმინდის პასნიონატშია — გვეუბნება სახ. ზრუნვის სააგენტო 19 დღიანი ლოდინის შემდეგ