რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურის სასამართლო სხდომა ორი კვირით გადაიდო

March 22, 2022

ახალციხის კლინიკა იმედიდან გათავისუფლებული ექიმ რეანიმატოლოგის, გიორგი აფციაურის სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  დღეს განიხილა. Რეანიმატოლოგი კლინიკა იმედს, უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ედავება.

იგი სამედიცინო დაწესებულებას სამსახურში აღდგენას და განაცდური საათების ანაზღაურებას სთხოვს.ადვოკატი, თამარ ლილუაშვილის ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომა, ორ კვირაში  გაიმართება. 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის მოსამზადებელი სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით დღესვე შედგა მთავარი სხდომა. შეგახსენებთ, რომ გიორგი აფციაური ერთ-ერთია იმ ექიმთაგან, რომელიც მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებს.

როგორც კლინიკა იმედში გვეუბნებიან, მისი გათავისუფლების მიზეზი შინაგანა წესის დარღვევაა და ბაქრაძის საქმესთან ექიმების გათავისუფლებას კავშირი არ აქვს.