“რეგიონებში მედდებს ხელფასები 150-200 ლარის ფარგლებში აქვთ, სანიტრებს – ნაკლები” – ანტონ ობოლაშვილი

April 28, 2021

ანტონ ობოლაშვილი: – რეგიონებში სამედიცინო პერსონალს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. მაგალითად მედდებს 150-200 ლარის ფარგლებში, სანიტრებს კი უფრო ნაკლები.
ეკატერინე ტიკარაძე: – გიდასტურებთ პრობლემას. ინტენსიურად ვმუშაობთ.

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლებს მოუსმინეს. სხდომას ესწრებოდა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატიც, რომელმაც მიმართვისას ყურადღება რეგიონში ექთნების ანაზღაურებასა და რაოდენობაზე გაამახვილა. 

მისი ინფორმაციით მედდების ხელფასი 150-200 ლარს შორის მერყეობს.

მონაცემების დასაზუსტებლად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, უწყებისგან პასუხს ველოდებით.