რეინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში

November 26, 2020

სხვადასხვა დამოუკიდებელი წყარო გვიდასტურებს ინფორმაციას ერთ-ერთი პაციენტის კორონავირუსით რეინფიცირების შესახებ. დადასტურებული ინფორმაციით 50 წელს ზემოთ მამაკაცმა კორნავირუსი პირველად მარტში დაამარცხა. ხელახალი ინფიცირება მას დღეს დაუდგინდა, თუმცა დახმარებას უკვე რამდენიმე დღეა რაც ითხოვდა. მისი მიღება სპეციალურ კლინიკაში სწორედ იმის გამო ჭირდა, რომ რეინფიცირებას, კლინიკურად გამოხატული შემთხვევების მიუხედავად, რთულად იჯერებდნენ.

გუშინ მედიასთან რეინფიცირების შემთხვევები გამორიცხეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც. ქართველი ეპიდემიოლოგების გარკვეული ნაწილი აქამდე იზიარებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1 წლამდე პერიოდით მაინც შეიძლება არსებობდეს.

ჩვენ ვცდილობთ რეინფიცირებული პაციენტის უშუალო მკურნალ ექიმ-ინფექციონისტს გავესაუბროთ, ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.