რესტორან “იმერეთის” მფლობელი აფეთქების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება

December 25, 2020

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალურ ვერსიას, რომ ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აფეთქება რესტორან ,,იმერეთის” სარდაფში მოხდა, ეწინააღმდეგება რესტორნის მესაკუთრე.

ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აფეთქება გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუნებრივი აირის  ძირითადი მილის დაზიანებამ. ​რესტორან “იმერეთის” მესაკუთრე ასევე ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, რესტორნის 90% არის განადგურებული.

აფეთქების იმავე მიზეზზე საუბრობს დაზიანებულ  კორპუსში  მცხოვრები  თამუნა კილაძეც. გვეუბნება, რომ გაზის სუნი რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა. 

გაზის მიმწოდებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათთან მოქალაქეთა შეტყობინება არ შესულა.   

შეგახსენებთ რომ აფეთქება ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა. ამ დროის მონაცემებით, მიმდინარეობს მიზეზის მოკვლევა, ფაქტის შედეგად დაშავებულია 2 პირი, რომლებიც თბილისის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.