როგორ აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პრემიერის გადაწყვეტილებას ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით

June 24, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საერთაშორისო გამჭვრვალობა საქართველოს იურისტი, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ერთის მხრივ კარგია ჯარიმების გაბათილება, თუმცა მეორეს მხრივ ჩნდება კითხვები. ის ასევე მიიჩნევს, რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პროტესტი გამოიწვიოს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჯარიმა უკვე გადაიხადეს.

საქმე ეხება პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები  ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ერთია იმათგან, რომელიც შეზღუდვების გამო დაწესებულ სანქციებს არაკანონიერად მიიჩნევდა.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით,  შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარდგენილია პარლამენტში.

რამდენი კერძო და იურიდიული პირი დაჯარიმდა სამცხე-ჯავახეთში? შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით პირბადის ღია სივრცეში ტარების შეზღუდვა მოიხსნა. ხოლო პირველი ივლისიდან ე.წ კომენდანტის საათი უქმდება.

ფოტო: სოციალური ქსელი