რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კორონავირუსი – სამცხე-ჯავახეთი

June 9, 2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ადიგენში, ანსპინძასა და ნინოწმიდაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია გვაწვდის.

ამავე წყაროს მიხედვით, 2-2 ახალი შემთხვევა დადასტურდა ახალციხესა და ახალქალაქში, ბორჯომში კი – 4.

უწყების ცნობით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 18 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 808 პირი. კოვიდ კლინიკაში კი 39 პაციენტია.

აქვე გეტყვით, რომ ამირან გამყრელიძის ცნობით, უფრო მყარი იმუნიტეტისთვის შესაძლოა ვაქცინის მესამე დოზა გახდეს საჭირო.

მისივე თქმით, მესამე ინექცია, სავარაუდოდ, სრული ორი დოზით ვაქცინაციიდან 6-8 თვეში იქნება საჭირო. ამის შესახებ  გამყრელიძემ დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა