საახალწლოდ ახალციხის ქუჩების მოსართავად 19 130 ლარი გამოიყო

December 10, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მიუხედავად იმისა რომ კოვიდპანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების თანახმად  21:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა აკრძალულია. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო მორთულობისთვის 19 130 ლარი გამოყო და დღეს ქალაქის  ქუჩების საახალწლოდ მორთვა დაიწყო.

რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერს. მასში მონაწილეობა ერთმა პრეტედენტმა შ.პ.ს. “დანდიმ” მიიღო. მერიას ზუსტად იმდენი თანხა შესთავაზა, რაც გამოყოფილი იყო.

შეგახსენებ, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ასევე გარდა ახალციხისა და ახალქალაქის მერიისა არცერთი მუნიციპალიტეტი ახალ აქსესუარებს არ შეისყიდის.

ახალქალაქის მერიაში 4 000 ლარი აქსესუარების განახლებისთვის და დამონტაჟებისთვის გამოიყო.