სამი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ დღეში სამცხე-ჯავახეთი – შსს

January 18, 2021

​ოფიციალური ინფორმაციით, დღეს სამცხე-ჯავახეთში გზებზე სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ახალციხე-ადიგენის გზაზე და ორი ახალციხე-ასპინძის გზაზე, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ავარიას ადამიანის დაზიანება არ მოჰყოლია. შესაბამისად, სამივე ავარია ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, ჯარიმის სახით.

სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

Toktv.ge