სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუისი დაფიქსირდა

November 5, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებული რწმუნებულის აპარატის უფროსია,- ინფორმაცია ჩვენ თავად მიქელაძემ დაგვიდასტურა.

“მცირე სიმპტომები მქონდა და ავიღე ტესტი, გუშინ დამიდასტურდა კორონავირუსი. გართულებული არ მაქვს და ამიტომ სახლში ვმკურნალობ. თვითიზოლაცაიში ვარ,” – გვითხრა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციაში ინფიცირებული მის გარდა არავინ არის. ამბობს, რომ ადმინისტრაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული და თავადაც რამდენიმე დღეა სამსახურში არ ყოფილა.

“ვინც დადის ყველა ინდივიდუალურ ოთახებშია და დაცულია ყველანაირი წესები. მე პარასკევის შემდეგ არ ვყოფილვარ სამსახურში ამიტომ კონტაქტებიც არ მქონია.”

მიქელაძე ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგებს აღარ მართავს.