სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9-16 მარტს შეწყდება

March 2, 2020

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9-16 მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ დღეს 02 მარტს გამართული თათბირის შემდეგ განაცხადეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძე TOK TV-სთან საუბრისას განმარტავს, რომ დაწყებულია უნივერსიტეტის დეზინფექციისთვის მზადება, ასევე იგი სწავლების ელექტრონულ სისტემაზეც გვესაუბრება.

“დეზინფექციისთვის საჭიროა სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ჩაატარებს სრულ დეზინფექციას შესაბამისი სტანდარტებით. ასევე გავეცით განკარგულება სტუდნტებისთვის და თანამშრომლობისთვის, რომ თუ გრიპი აქვთ არ მოვიდნენ უნივერსიტეტში. ასევე თუ საჭირო გახდა ვემზადებით ელექტრონულ სწავლებისთვის, როცა სტუდენტები ელექტრონული სისტემით შეძლებენ სახლიდან სწავლას” – განაცხადა რექტორმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 1 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ასევე ,სასწავლო პროცესი ორი კვირით შეაჩერა რამდენიმე უნივერსიტეტმა და საბავშვო ბაღებმაც.

Leave a Reply