სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მსურველი 188 პირია

May 3, 2021

სამცხე- ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 188 პირია დარეგისტრირებული. აქედან 15 — «ასტრაზენეკაზე», 173 კი «სინოფარმზე». ყველაზე მეტი პირი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან ბორჯომშია რეგისტრირებული. აქ ვაქცინაციის მსურველი 126 პირია.

«სინოფარმის» ვაქცინის მიღების მსურველი მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება:

1 ადიგენი,
7 ასპინძა,
39 ახალციხე,
126 ბორჯომი.

ბორჯომის კლინიკის დირექტორის, ირაკლი დიასამიძეს თქმით, «სინოფარმის» ვაქცინას კლინიკაში 4 მაისს შეიტანენ და ვაქცინაციისთვის 3 დღე იქნება გამოყოფილი, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.