სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო

December 1, 2020

“ახალციხის ციხის” ვიზიტორების რაოდენობამ 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო. სხვაობა  123 840 ერთეულია. ინფორმაციას ციხის დირექტორი, დავით ტაბატაძე გვიდასტურებს და გვეუბნება, რომ  მიზეზი პანდემიაა.

მისივე თქმით, 2020  წელს ციხემ 35 988  ვიზიტორს უმასპინძლა. აქედან 3 431  უცხოელი,  ხოლო – 32 557  საქართველოს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ “ახალციხის ციხეს” შემოსავლების შემცირების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 210 000 ლარი ციხის სუბსიდირებისთვის გამოყო. 

ვიზიტორების კლებაა ბორჯომის ცენტრალურ პარკშიც. ის გასულ წელთან შედარებით 4 324 ვიზიტორით ნაკლებმა მოინახულა. 

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, “ახალციხის ციხე” და “ბორჯომის ცენტრალური პარკი”  ვიზიტორებისთვის უფასოა. ციხის დირექტორი გვეუბნება, რომ სავარაუდოდ იანვრიდან ისევ ფასიანი გახდება.