სამცხე- ჯავახეთში კოვიდინფიცირებულებს, მხოლოდ ერთი სასტუმრო მოემსახურება

January 19, 2021

ავტორი: ინგა ირიციანი – 577681889

სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ ერთი სასტუმრო მოემსახურება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ერთზე მეტი სასტუმროს აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი  გიორგი მიქელაძე ამბობს, სტატისტიკის მიხედვით რეგიონში კორონავირუს შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, შესაბამისად კოვიდ სასტუმროში მიმართვიანობა ნაკლებია.

შეგახსენებთ რომ ახალციხეში კოვიდსასტუმროდ 2 დაწესებულება იყო გადაკეთებული.