სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ერთ დღეში 6 პირი გარდაიცვალა – სამხარეო ადმინისტრაცია

December 11, 2020

​სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 24 საათის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა. ეს შემთხვევათა დღიური მაჩვენებლის რეკორდული რიცხვია. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. 

იმავე წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პირები არიან: 2 ახალციხის, 2 ახალქალაქის, 1 ასპინძის და 1 ნინოწმინდის მცხოვრებლები. 

ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი გვეუბნება, რომ პირი 60 წლამდე ასაკის იყო და თბილისის კლინიკაში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თუ არა თანმხლები დაავადებები პაპაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება ახალქალაქში და ნინოწმინდაში გარდაცვლილ პაციენტებს. მათი მკურნალი ექიმი გვეუბნება, რომ პირებიდან ერთი დაგვიანებით შეიყვანეს, მეორეს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, მესამე პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას ვერ იხსენებს.

ჩვენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი, როგორც ხშირ შემთვევაში, მან ჩვენს ზარებს არც ამჯერად უპასუხა. 

ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 56 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Toktv.ge