სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველი 120 პირია

April 30, 2021

სამცხე- ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი120 პირია დარეგისტრირებული. აქედან 14 – “ასტრაზენეკაზე”, 106 კი “სინოფარმზე”.

“სინოფარმის” ვაქცინის მიღების მსურველი მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება:
1 ადიგენი,
6 აპინძა,
34 ახალციხე,
65 ბორჯომი.

ბორჯომის კლინიკის დირექტორის, ირაკლი დიასამიძეს თქმით, “სინოფარმის” ვაქცინას კლინიკაში 4 მაისს შეიტანენ და ვაქცინაციისთვის 3 დღე იქნება გამოყოფილი, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.

ახალციხის კლინიკა იმედში კი ვაქცინის შეტანის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, “სინოფარმის” 300 დოზა შეიტანეს, თუმცა ვაქცინაციის მსურველთა პლატფორმაზე რეგისტრირებული კვლავ არცერთი პირია.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას” მსურველებს, 14 პირი მხოლოდ ახალციხის კლინიკა “ევექსშია” დარეგისტრირებული, კლინიკის მენეჯერის თქმით, ისინი სამშაბათს აიცრებიან.