სამცხე-ჯავახეთში უბნების გადათვლაზე უარი გვითხრეს – “სამართლიანი არჩევნები”

November 5, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“სამართლიანი არჩევნების” რეგიონული ხელმძღვანელი, ნინო ბიბილეიშვილი გვეუბნება, რომ მათ მიერ სამცხე-ჯავახეთში დაწერილი არცერთი საჩივარი ოქმებში მონაცემების გადათვლასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ​

არასამთავრობო ორგანიზაციას სამცხე-ჯავახეთში სულ 12 საჩივარი ჰქონდა დაწერილი. მათგან განიხილეს 11 და მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს ნაწილობრივ. ნინო ბიბილეიშვილი გვეუბნება, რომ აღნიშნული შედეგებიდან ერთი უკვე გაასაჩივრეს სასამართლოში და დანარჩენის გასაჩივრებასაც აპირებენ.

“ახალციხეში ოქმებთან დაკავშირებით გვქონდა შეტანილი სამი საჩივარი, ერთში გადათვლას ვითხოვდით, არცერთი არ დააკმაყოფილეს და სასამართლოში გავასაჩივრეთ.​ ადიგენის ოქმებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს ერთი საჩივარი, ხოლო მეორე ადიგენის საოლქოში გადაგზავნეს და ჯერ არ განუხილავთ,” – გვითხრა ბიბილეიშვილმა.

რაც შეეხება ჯავახეთს,ბიბილეიშვილის თქმით აქ 7 საჩივარი დაწერეს, თუმცა ამათგან მხოლოდ ერთი ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.

“ახალქალაქში და ნინოწმინდაში არჩევნების დღეს 5 საჩივარი შევიტანეთ, არცერთი დაკმაყოფილდა. ასევე ვითხოვდით ხმების გადათვლას და ადმინისტრაციულ ჯარიმას, თუმცა ახალქალაქის ოლქში არ დააკმაყოფილეს საჩივარი, ხოლო ნინოწმინდაში ნაწილობრივ- ხმებს არ გადაითვლიან თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ.”