სამცხე-ჯავახეთში 11 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული

October 26, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფიქსირებული კორონავირუსია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებული 4 მოსწავლე და 7 პედაგოგია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ დაგვიდასტრა.

ბოლო მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 11 სკოლაა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასული.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

stopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობა 30 303-ს შეადგენს, რომელთაგან 11 370 გამოჯანმრთელებული და 215 გარდაცვლილია.