სამცხე-ჯავახეთში 3290 პირუტყვი ყირიმ-კონგოზე დამუშავდა- სესი

May 3, 2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში დღეისათვის 3290 პირუტყვი დაამუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები წესების გათვალისწინებით, შესაბამისი პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

აქვე გეტყვით, რომ სამცხე-ჯავახეთში , მიმდინარე წელს, ყირიმ-კონგოს ცხელების 4 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.