სამცხე- ჯავახეთში COVID-19-ით 8 პირი დაინფიცირდა – სამხარეო ადმინისტრაცია

October 17, 2020

ავტორი: ინგა ირიციანი – 577681889

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 5 ინფიცირებული ახალციხიდან არის, 1 ადიგენიდან და 2- ასპინძიდან.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული – ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიცხვები ასე ნაწილდება: ადიგენის მუნიციპალიტეტი – 31, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 14, ახალციხის მუნიციპალიტეტი – 19, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 9 და ასპინძის მუნიციპალიტეტი – 3 შემთხვევა.

მოგახსენებთ რომ, დღეს საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 16 285-ს შეადგენს.