სასტუმროები დახურვის ზღვარზე – ახალციხე

January 26, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში სასტუმროების დიდი ნაწილი დახურვის პირასაა – ამას სექტორის წარმომადგენლები გვეუბნებიან. სასტუმროები, რომლებიც ამ დრომდე ახერხებენ სტუმრების მიღებას ხალხის ნაკლებობის გამო ხარჯს ვერ ამართლებენ. ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, თუმცა საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად მაინც უწევთ კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად.  

სასტუმრო “გარდენ ჰაუსის” მენეჯერი, მაია ბერიშვილი ამბობს, რომ სასტუმრომ მუშაობა რამდენიმე თვეა შეწყვიტა, რადგან მოთხოვნა შემცირებული იყო და ხარჯი – შემოსავალზე მაღალი.

საოჯახო სასტუმრო “რაბათი” ფუნქციონირებს, თუმცა დაწესებულების უფროსი, სიმონ აფრიამაშვილი გვეუბნება, რომ კლიენტების ნაკლებობის გამო ბიზნესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 218 სასტუმროა რეგისტრირებული.