საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადაეცა, შევსების ვადა 1 თვეა

April 11, 2022

დღეს ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცეს. მის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს , ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს 1 თვის ვადა აქვს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

Შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.