„საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ – ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

May 13, 2021

„საშიში სახელმწიფოებრივი პრეცედენტი“ ,- ასე აფასებს პარტია ლელოს წარმოამდგენელი ანა ნაცვლიშვლი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. მან საკითხზე დე პარლამენტში ისაუბრა და  პარლამენტის წევრებს, მოუწოდა სასწრაფოდ გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი გაეროს დავალება შესრულდეს.

„უკვე კვირებია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას კონსტიტუციურ ორგანოს – სახალხო დამცველს, შევიდეს და შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. ეს არის არამხოლოდ ყოვლად დაუშვებელი მოქმედება, ვინაიდან საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს, რომელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი… ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური მდგომარეობის გამო – ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

რას ნიშნავს, როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს სრული მანდატი და ლეგიტიმაცია, ასე აირჩია ის საქართველოს პარლამენტმა – არ აძლევენ კანონით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მიუხედავად იმისა, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა, ომბუდსმენს ამ უფლების განხორციელება ამ დრომდე არ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი გვიდასტურებს.

კომენტარს არ აკეთებენ საპატრიარქოში და ამბობენ, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა პანსიონატების საქმიანობაში არ ერევიან. უცნობია ჯანდაცვის სამინსიტროს პოზიციაც.

​ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატში, ოფიციალური 57 არასრულწლოვანი იმყოფება, რომელთაგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველის წინა წლების მონიტორინგის მიხედვით, პანსიონატში გამოიკვეთა სავარაუდო ძალადობის, დასჯის, თავისუფლების შეზღუდვის და სხვა დარღვევები.

ამავე თემაზე: «დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს » — UNICEF

მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ

«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში