სეტყვა ნინოწმინდაში

April 21, 2021

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. დაისეტყვა ქალაქი ნინოწმინდა, სოფელი ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, სამება, გორლოვკა და მიმდებარე სოფლები. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, რადიო ნორი წერს.

ნინოწმინდის მერიაში ამბობენ, რომ ჯერ საგაზაფხულო სამუშაოები არ დაწყებულა შესაბამისად ზარალიც ნაკლები იქნება.

მერი, ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა შესწავლა არის თუ არა რაიმე სახის ზარალი.

ფოტო: Radio NOR