სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ორი საყრდენი წერტილი შეიქმნა

May 4, 2021

სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი საყრდენი წერტილი შეიქმნა. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ჯემნიუსი ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, იმის შესახებ, რომ სომხეთი და რუსეთი სიუნიქში, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საყრდენი პუნქტის შექმნას განიხილავდნენ, ნიკოლ ფაშინიანი აპრილში საუბრობდა.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, 1995 წელს გაფორმებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით, გიუმრიშია განთავსებული, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში. 2010 წელს, რუსეთმა და სომხეთმა განთავსების შესახებ შეთანხმება 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.

ფოტო: JAM news